ზურაბ ქადაგიძე კანადაში „გამჭვირვალობის კანონის“ დამტკიცებაზე: ეს პროცესი შარშან დაიწყო საქართველომ და მთელმა მსოფლიომ აიტაცა – დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია
„დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და შესაბამისად, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია. ყველა ქვეყანა ცდილობს მოაწესრიგოს კანონმდებლობა ისე, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მისმა საზოგადოებამ”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე რითაც ეხმიანება კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას.
ქადაგიძის განცხადებით, ეს პროცესი, გასულ წელს, საქართველოდან დაიწყო და სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.
„ეს პროცესი შარშან დაიწყო საქართველომ და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და შესაბამისად, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია. ყველა ქვეყანა ცდილობს მოაწესრიგოს კანონმდებლობა ისე, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მისმა საზოგადოებამ. ამიტომაც იყო და რჩება საქართველოსთვის გამჭვირვალობა პრიორიტეტად და ზუსტადაც, საპარლამენტო უმრავლესობის პრინციპული და შეუპოვარი გადაწყვეტილება, სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია! პატიოსანი ორგანიზაციები უფრო მეტად დაფასდებიან საზოგადოების მხრიდან, როდესაც რეესტრში ასახავენ საკუთარ ნამოქმედარს, ხოლო უსამშობლო „აგენტოკრატებმა“ კი დეკლარაციები გაამზადეთ, მალე მოგიწევთ ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშგება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.