left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: NATO-ს ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, NATO-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

„NATO-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის NATO-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

„NATO-ს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები NATO-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე NATO-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, NATO-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ NATO-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ