leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

“2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ,” – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს. ამის მაგალითად მოვიყვან გასული წლის სტატისტიკას, 2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთა. იგულისხმება ყველა ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, სურსათის ქსელური სავაჭრო ობიექტები და ა.შ. ყველაზე მძიმე დარღვევა სურსათის უვნებლობის მიმართულებით, არის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. როდესაც კრიტიკულ შეუსაბამობაზე ვსაუბრობთ და ბიზნესოპერატორს უფიქსირდება კრიტიკული შეუსაბამობა, ჩვენ ვუჩერებთ საწარმოო პროცესს და ვაჯარიმებთ. 2022 წელს 2023-თან შედარებით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა და ჯარიმები უფრო მეტი იყო. სტატისტიკასა და დინამიკაში თუ შევხედავთ წლების მიხედვით, სახელმწიფო კონტროლი მეტია და ჯარიმები ნაკლებია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით სიტუაცია გაუმჯობესებულია. სააგენტოს თვითმიზანი არაა ჯარიმები, ჩვენ უფრო მეტ რეკომენდაციას გავცემთ, ვიდრე საჯარიმო სანქციას და ზუსტად ამ რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორი აუმჯობესებს თავის საქმიანობას“, – აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

ასევე იხილეთ