left_sabechdi

გიორგი ნემსაძე: შეიძლება თავისუფლად თამაში, უბრალოდ ბრძოლა არ უნდა დავთმოთ. მერწმუნეთ, იმპროვიზაციით და კრეატიულობით ჩვენი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებზე გაცილებით უფრო კარგები არიან

„შეიძლება თავისუფლად თამაში, უბრალოდ ბრძოლა არ უნდა დავთმოთ. მერწმუნეთ, იმპროვიზაციით და კრეატიულობით ჩვენი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებზე გაცილებით უფრო კარგები არიან”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რა თამაშსაც გვაჩვენებენ ჩვენი ფეხბურთელები, გამარჯვების შანსი არის. დიდ გამოწვევებს ართმევენ ამ ბოლო დროს თავს და შესაძლებელია, რომ ჩეხებთან მოვიგოთ ეს თამაში. ამას წინათ ვსაუბრობდით ჩეხეთის ნაკრებზე ერთ-ერთ გადაცემაში და 90-იანი წლების ბოლოს იყო ჩეხეთის ნაკრები, რომელიც განსხვავებულ თამაშს თამაშობდა და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდა, დღევანდელი ნაკრები სხვანაირია. შეიძლება თავისუფლად თამაში, უბრალოდ ბრძოლა არ უნდა დავთმოთ. მერწმუნეთ, იმპროვიზაციით და კრეატიულობით ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უფრო კარგები არიან“, – აღნიშნა ნემსაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ