left_sabechdi

კახა ცხადაძე: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან წავაგეთ, ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერია და შეუძლია თავაწეულმა იაროს

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დაწერეს ახალი ფურცელი არა მხოლოდ ქართულ სპორტში, არამედ ქვეყნის ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა ცხადაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან თამაში წავაგეთ, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ძლიერი ნაკრებია, რომელსაც აქვს პერსპექტივა. და რომელსაც შეუძლია თავაწეულმა იაროს და კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“, – აღნიშნა კახა ცხადაძემ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 22 და 26 ივნისს გამართვას.

ასევე იხილეთ