left_sabechdi

ბორელი: გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე

„გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე”, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე – ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრი კომპლექტ – რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევას“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, სანქციების პაკეტი მიზნად ისახავს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლასა და სამხედრო დანაშაულებს.

ასევე იხილეთ