left_sabechdi

ჯონ კირბი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს განცხადება, აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმედგამაცრუებელი და შემაშფოეთებელია

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „დაუჯერებელია აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვა ისრაელისთვის“.

თეთრი სახლის წარმომადგენელის თქმით, ეს განცხადება იმედგამაცრუებელი და შემაშფოეთებელი იყო.

„არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია ან გააგრძელებს უფრო მეტის გაკეთებას ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქნა იმისთის, რომ დახმარებოდა ისრაელს თავდაცვვაში“,-აღნიშნა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს, თუ რა მოტივაცია ჰქონდა ნეთანიაჰუს ბაიდენის ადმინსიტრაციის გაკრიტიკებისას.

„ამის შესახებ თქვენ პრემიერ-მინსიტრს უნდა ჰკითხოთ, თუ რამ აიძულა ამის გაკეთება. გავიმეორებ, რამდენადაც არასწორი, იმდენად ძალიან იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის“,-აცხადებს კირბი.

ასევე იხილეთ