left_sabechdi

უკრაინის შს მინისტრი: გასაწვევი ასაკის ათობით მამაკაცი ყოველდღიურად ცდილობს უკრაინიდან საზღვარგარეთ არალეგალურად გასვლას – უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ქვეყნებთან ამ მოქალაქეების დაბრუნებაზე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ გასაწვევი ასაკის ათობით მამაკაცი ყოველდღიურად ცდილობს უკრაინიდან საზღვარგარეთ არალეგალურად გასვლას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

იგორ კლიმენკოს თქმით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ქვეყნებთან იმ მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებმაც ქვეყანა არალეგალურად დატოვეს.

„ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირიდან კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მოქმედებს ევროკომისიის კანონებისა და წესების მიხედვით, ამიტომ ეს მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება – ჩვენი მოქალაქეების შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს“, – აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კლიმენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი მესაზღვრეები ყოველდღიურად აკავებენ ათეულობით ადამიანს, რომლებიც ცდილობენ საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით.

ასევე იხილეთ