left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ემსახურება არჩევნების მაღალი ხარისხით, გამჭვირვალედ ჩატარებას

“საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება არჩევნების მაღალი, დემოკრატიული ხარისხით, გამჭვირვალედ ჩატარებას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ზურაბიშვილი იმდენად არის ვეტოს დადებას მიჩვეული, ამის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. ეს უფრო კაპრიზს ჰგავს, ვიდრე რაიმე სახის სამართლებრივ ნაბიჯს, რა თქმა უნდა განვიხილავთ ამ ვეტოს და ის დაიძლევა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

ასევე იხილეთ