leaderboard_below_slide
left_sabechdi

მედვედევი: ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება და დაბლოკოს მისი მიღება ნატოში

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზად იქნება განიხილოს ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ვაშინგტონი შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და დაბლოკავს მის მიღებას ნატოში.

მედვედევის თქმით, რუსეთის შეთავაზება სერიოზულია.

„რუსეთი მზად იქნება განიხილოს ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და დაბლოკავს მის მიღებას ნატოში“, – აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებული სცენარით განვითარდება.

ასევე იხილეთ