ისრაელის საგარეო უწყებამ, სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით, სომხეთის ელჩი დაიბარა
ისრაელის საგარეო უწყებამ, სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით, სომხეთის ელჩი დაიბარა
„სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა“, – აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს და რომ სომხეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.