საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ კანონის მიღების გამო განსაკუთრებული აგრესია ორი მიზეზის გამოა, ერთ-ერთი მიზეზი კი ამ თემის საბაბად გამოყენებაა, რათა საქართველოზე ზეწოლა მოახდინონ.
„რატომ არის ეს გაღიზიანება და შემოტევა საქართველოზე? ორი მიზეზის გამო: როგორ გაბედა და საქართველომ ეს კანონი მიიღო ვიღაცისგან დაუკითხავად. მეორე – ეს კანონი გამოყენებულია საბაბად, რომ საქართველოზე მოახდინონ ზეწოლა, სხვადასხვა მიმართულებების გამო, რა პოლიტიკასაც საქართველო ახორციელებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.