leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაო დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაო დაიწყო.

მოედნის მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა სოფლის ახალგაზრდების მომართვიანობის შედეგად დაიგეგმა.

მიმდინარე წელს მოედნები მუნიციპალიტეტის  კიდევ 6 სოფელში – ახალქალაქში, კავთისხევში, მიქელწყაროში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, საქადაგიანოსა და ხვითში მოეწყობა.

ასევე იხილეთ