leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: გონჩარენკო არის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი რიგითი, გარე სპიკერი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.

„გონჩარენკო არის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი რიგითი, გარე სპიკერი. ჯერ არესტოვიჩს ათქმევინეს, რომ საქართველოში ომის მთავრობა არ არის და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ომს დაიწყებდაო, ახლა კი გონჩარენკოს აბოდიალებენ და ეუბნებიან, რომ ეს ტექსტი თქვიო. კარგად ვიცით გონჩარენკო რას და ვის წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილს ის ვერ შეეხება და ყველამ კარგად იცის ივანიშვილის წვლილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

ეს განცხადება იმით არის საინტერესო, რომ როგორც ჩანს გაღიზიანებულები არიან იმით, რომ საქართველომ შეძლო და პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ ის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება და არა სხვა ქვეყნებს“, – აცხადებს მაჭარაშვილი

უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პუტინის დავალებით ანადგურებს.

ასევე იხილეთ