ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო იერიშის შედეგად, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას ტელეგრამზე დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
„სულ რაღაც ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის დასახლებები 22-ჯერ დაბომბეს. ფრონტის ხაზიდან 81 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვია ევაკუირებული“, – იტყობინება ფილაშკინი.
მისივე თქმით, საოკუპაციო ძალები ინტენსიურად უტევენ სევერსკის და სერებრიანკას.