დიმიტრი პესკოვი: ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვლადიმერ პუტინის ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია გაუგებარია
“კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია პროგნოზირებადი იყო”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს იმიტომ, რომ რუსეთის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ის კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში, უკიდურესად მტრულად აღიქმება. ეჭვი არ გვეპარება, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს ჩვენს ყველა პარტნიორზე, მაგრამ თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ კონფრონტაციას მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ის ორმხრივად მომგებიანია და, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 18-20 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლებების წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.