leaderboard_below_slide
left_sabechdi

პუტინი: მზად ვართ, უსაფრთხოების საკითხები განვიხილოთ NATO-სთან და ევროკავშირთან

რუსეთი მზადაა, ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების საკითხები ყველა მხარესთან, მათ შორის, ევროკავშირის და NATO-ს წევრ ქვეყნებთან განიხილოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ეს მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც „ისინი ამისთვის მზად იქნებიან“.

„მზად ვართ, ამ საკვანძო, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების ფართო საერთაშორისო განხილვისთვის, როგორც ჩვენს კოლეგებთან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და „ბრიქსის“, ისე, სხვა საერთაშორისო გაერთიანებების ფარგლებში, მათ შორის, ევროპასა და NATO-ში“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა – „ბუნებრივია, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან“.

ასევე იხილეთ