top_leaderboard
left_sabechdi

გივი მიქანაძის თანაავტორობით მომზადებული „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე „სასჯელაღსრულების სამართლის“ სახელმძღვანელოს  პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

წიგნის მეორე გამოცემის ავტორები არიან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის სამართლის დოქტორი ზოია (მაია) ხასია, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი, თსუ-ის სამართლის მაგისტრი ნუნუ მაღლაკელიძე.

წიგნში განხილულია შემდეგი თემები: ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები, მოვალეობები და დისციპლინური დევნის საკითხები; სასჯელაღსრულების სისტემის მომსახურე პერსონალის უფლებები, მოვალეობები და სოციალური დაცვა; სასჯელაღსრულების სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში; კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობა სასჯელის აღსრულების დროს და სხვა.

წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისა და სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.

სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.

ასევე იხილეთ