აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის.
„გარანტიას გაძლევთ, ამას არ გავაკეთებ. მუდმივად მესმის საუბრები უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ახლა კი ამას დაემატა საუბრები იმაზე, რომ საფრანგეთს თავად სურს ბრძოლა უკრაინაში. წარმატებები მათ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიით გაეცნო ინფორმაციას, რომ უკრაინა, სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო, საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებისა და მოხუცების ჩართვას გეგმავს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჯო ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიევის მიერ ნატოში გაწევრიანების განზრახვამ გამოიწვია.