leaderboard_below_slide
left_sabechdi

თემურ ხვედელიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

თემურ ხვედელიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხვედელიძემ ატაცში თავი 114 / 121 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობაც იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 141 / 147 / 152 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა და ჩემპიონობა იზეიმა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 273 კილოგრამითაც.

 

ასევე იხილეთ