leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: აშშ თვითონ როცა ურთიერთობს და ვაჭრობს ჩინეთთან, მაშინ ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და საქართველოს შემთხვევაში ხდება თურმე „დიქტატორული“

„აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიანმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ისიც კი ვნახეთ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თუ როგორ უპასუხა ელჩ დანიგანის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და არაპროფესიონალიზმსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის ვასალური დამოკიდებულება უკვე ხილული გახდა.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის ნოემბერი იყო, როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სიტყვები  – „ვასალური დამოკიდებულება“ ვახსენეთ. ორი წლის თავზე ეს სიტყვები გაიმეორეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, თურქეთის პრეზიდენტმა და ა.შ.

საქართველოს მიმართ აშშ-ის ვასალური დამოკიდებულება უკვე ხილული გახდა. აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიანმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ისიც კი ვნახეთ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თუ როგორ უპასუხა ელჩ დანიგანის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და არაპროფესიონალიზმსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩვენ კი დიდი ხანია ვსაუბრობთ აშშ-ის ამ არასამართლიან დამოკიდებულებაზე, მათ შორის, ანაკლიის პორტთან მიმართებით.

როდესაც საქართველოს სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა, არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ამ ფონზე კი, როცა ჩინურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მოიგო ტენდერი და უნდა, რომ განავითაროს ეს პორტი, რითაც საქართველოს ეკონომიკა წინ წავა,  უსაფუძვლო პრეტენზიები ჟღერდება აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას იმით, რომ თითქოს ჩინეთი დაღდასმული სახელმწიფოა, რადგან რუსეთს აფინანსებს და ამიტომ საქართველოს თურმე მასთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს. ეს ის ჩინეთია, რომელთანაც აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ ურთიერთობა და წლიურად, ექვსას მილიარდზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ხალხურ ენაზე რომ ავხსნათ – ამერიკას ჩინეთთან რა სავაჭრო ბრუნვაც აქვს ათი საათის განმავლობაში, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გვაქვს. ამ ფონზე, საქართველოს ეუბნებიან, რომ ჩინეთთან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ანუ, თვითონ როცა ურთიერთობენ, ჩინეთი დემოკრატიულია და საქართველოს შემთხვევაში ხდება დიქტატორული სახელმწიფო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ