„ყველაფერი უნდა გავიღოთ და ჩეხეთის ნაკრები დავამარცხოთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ხვალინდელ მატჩზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მიქაუტაძე აღნიშნავს, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსებს შეინარჩუნებს.
„ყველაფერი უნდა გავიღოთ და ჩეხეთის ნაკრები დავამარცხოთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნოთ. თურქეთთან ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ, ჩეხეთთან მატჩში კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქეთთან, დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან შეხვედრაში საქართველოს სადებიუტო გოლი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა.
ნაკრები შემდეგ შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავს. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.