ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა და პოლიტიკოსი გამჭვირვალობის თემას ააქტიურებს, ყველასთვის უკვე ნათელია, რომ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტიური დღის წესრიგის ნაწილი
“მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა და პოლიტიკოსი გამჭვირვალობის თემას ააქტიურებს, ყველასთვის უკვე ნათელია, რომ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტიური დღის წესრიგის ნაწილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველა ქვეყანა, რომელიც გამჭვირვალობის კანონსა და პრინციპებს მიიღებს და ამ თემაზე საჯაროდ დაიწყებს საუბარს, კიდევ უფრო ამყარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ეს უკვე ძალიან ნათლად დაინახა. თვითონ პროცესმა ბევრი ბინძური პროცესები ამოყარა ზედაპირზე. ფაქტობრივად, სრულიად ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი. ბევრი რამ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და ფაქტობრივად, მაგიდაზე დევს ყველა ის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ამის ფონზე, როდესაც დაჩქარებული წესით კანადა იღებს კანონმდებლობას და ბევრი ქვეყანა და პოლიტიკოსი ამ თემას ააქტიურებს, ალბათ, ყველასთვის უკვე ნათელია, რომ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტიური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ვიყავით პირველი, რომლებმაც ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი ზუსტად იმ რისკებიდან და საეჭვო პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა“,– განაცხადა წილოსანმა.