leaderboard_below_slide
left_sabechdi

თურქეთის საგარეო უწყება: მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ

„ჩვენ მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ”, – განაცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა უფრო მეტმა ქვეყანამ აღიაროს პალესტინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ და გულწრფელად დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში და ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის მტკიცე მშვიდობის დამყარებაში.

მაისში პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ აღიარეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ ნაბიჯს „ტერორიზმისთვის მიღებული ჯილდო“ უწოდა.

ასევე იხილეთ