top_leaderboard
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტკოსი დავით ქართველიშვილი რადიო Kossuth-სთვის უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის მიერ მიცემული ინტერვიუდან ნაწილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება.

„NATO უკრაინაში სამხედრო მისიას განახორციელებს, რომელშიც უნგრეთი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ამ განცხადებით მან დაადასტურა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის ანალოგიური მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ომში NATO-ს პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ფაქტობრივად მიღებულია.

„არის მინიმალური მიზანი, რომელიც მიღწეულია, ევროპული მატარებელი კი ომისკენ მიდის. თუკი ჩვენმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ხალხს ევროპარლამენტის არჩევნებში, მე შემიძლია ჩამოვწიო „სტოპ-სახელური”, მატარებელი გაჩერდება და უნგრელები შეძლებენ ამ მატარებლიდან ჩამოსვლას“, – განაცხადა ორბანმა რადიო Kossuth-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, „თუ ვარსკვლავთა განლაგება ხელს შეგვიწყობს, ჩვენ ვეცდებით მემანქანის დარწმუნებას და ამაზე უფრო შორს მატარებელი ვერ წავა“. მანვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ჩვენ მივაღწიეთ მინიმალურ მიზანს. მე შევუთანხმე ნატოს გენერალურ მდივანს ჩვენი პოზიცია, რომ უნგრეთი ჩამოვა ამ მატარებლიდან, რომ უნგრეთი ამ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას არც იარაღით, არც ფულით და არც – სამხედროებით”.

თუმცა, ინტერვიუს ბოლოს ორბანმა ბრძანა: „სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო მემანქანის დარწმუნება. ის ამჟამად თავს ძლიერად გრძნობს და ახლა მხოლოდ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ შეძლებს „მატარებლის გაჩერებას“, იმ შემთხვევაში, თუ კი ის თეთრ სახლში დაბრუნდება ნოემბრის არჩევნების შედეგების შემდეგ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ