სანდრო ალთუნაშვილი: პირველი თამაშიდან გამომდინარე ჩვენი თავის რწმენა გვაქვს – გვინდა გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი გავახაროთ
„პირველი თამაშიდან გამომდინარე ჩვენი თავის რწმენა გვაქვს. გვინდა გავიმარჯვოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, სანდრო ალთუნაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ყველამ ნახა, პირველ მატჩში, როგორ კარგად ვითამაშეთ. იყო მომენტები, როცა არ გაგვიმართლა, მაგრამ მგონია რომ მეორე თამაშში გაგვიმართლებს და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 22 და 26 ივნისს გამართვას.