leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯიმი ტაბიძე: გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არის – ყველაფერს გააკეთებს, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ

„რთული თამაშის მოლოდინში ვართ. ისეთ ტურნირზე ვთამაშობთ, აქ მარტივი თამაში შეუძლებელია რომ გქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ჯიმი ტაბიძემ მედიასთან განაცხადა.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არის.

„ყველა ფეხბურთელი, ვისაც მოედანზე გასვლის საშუალება მიეცემა, ყველაფერს გააკეთებს, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ჯიმი ტაბიძემ.

ასევე იხილეთ