„სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ჯერ კიდევ არ არის მზად, სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ მალე მზად იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს თავისი დრო სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, ბიჭები ყველა მზადყოფნაში არიან. ჩეხეთი რთული მეტოქეა. პორტუგალიასთან თამაშის დროსაც ვიხილეთ, რომ კარგად ითამაშეს, პორტუგალიასაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჩვენი მიზანია წარმატების მიღწევა“, – აღნიშნა იაშვილმა.