leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის საერთო პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩო უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას სამშაბათს, 25 ივნისს ლუქსემბურგში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ