top_leaderboard
left_sabechdi

სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობას იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ როგორ თანამშრომლობს რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჩან ჰო-ჯინმა სააგენტო Yonhap-ს განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ სეული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შემთხვევაში ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

„ᲘᲐᲠᲐᲦᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲕᲐᲠᲘᲐᲜᲢᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲡᲐ ᲓᲐ ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗ ᲙᲝᲠᲔᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲓᲠᲝᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲘᲛᲐᲖᲔ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲣᲓᲒᲔᲑᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲘ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ“, – ᲗᲥᲕᲐ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲛᲐ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲔᲚᲛᲐ.

სამთავრობო წყაროების ცნობით, პოტენციურ იარაღს შორის განიხილება 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უკრაინას სჭირდება.

თუმცა, საჯარო განცხადებებში სეულის ოფიციალური პირები არ საუბრობენ იარაღის ტიპებთან დაკავშირებით, რაც განიხილება, როგორც დიპლომატიური ნაბიჯი, გამოიყენონ მოსკოვზე ზეწოლის შესაძლებლობა, რომ ძირითადი სამხედრო ტექნოლოგიების ფხენიანისთვის გადაცემისგან მან თავი შეიკავოს.

ასევე იხილეთ