top_leaderboard
left_sabechdi

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

„აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას – “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არ იქნება გასაკვირი, თუ ზურაბიშვილი მსგავსი შინაარსის გზავნილს თავდაცვის ძალებისა და სამართალდამცველების მისამართითაც გააჟღერებს, ვინაიდან აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებს იგი არალეგიტიმურად გამოაცხადებს და საქართველოსთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ეცდება.

„აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს.

არ იქნება გასაკვირი თუკი ცერემონიული დე ფაქტო პრეზიდენტი იგივე მოღალატეობრივ მიმართვას გააკეთებს თავდაცვის ძალებისა და სამართალდამცველების მისამართით. აშკარაა, რომ მორიგ დემოკრატიულ არჩევნებს ოქტომბერში, აგენტოკრატიის ლაქია, უსამშობლო სალომე ზურაბიშვილი “არალეგიტიმურად” გამოაცხადებს და ეცდება მაქსიმალური ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს.

ორბელიანების სასახლეში ჩაბუდებული ტოქსიკური არსების, სალომე ზურაბიშვილის ნაცჭაობი დასაშრობია!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე იხილეთ