top_leaderboard
left_sabechdi

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო თეთრი სახლის საჯაროდ გაკრიტიკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა აშშ-ის მიმართ მიმდინარე კვირის დასაწყისში აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

კითხვაზე მისი ვიდეო მესიჯის შესახებ, რომელშიც მან გააკრიტიკა თეთრი სახლი იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „რამდენიმე თვის წინ წარმოიშვა მნიშვნელოვანი პრობლემები. და ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობდით ბევრ საუბარში ჩვენს ოფიციალურ პირებსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და ჩემსა და პრეზიდენტს შორის გამოგვესწორებინა [იარაღის] მიწოდების შემცირება“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მან ვერ შეძლო ამ საკითხის გადაჭრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროსაც კი.

„ვგრძნობდი, რომ ეთერში ამაზე საუბარი აბსოლუტურად აუცილებელი იყო თვეების განმავლობაში ჩუმი საუბრების შემდეგ“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ