top_leaderboard
left_sabechdi

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 78 კი დაშავდა. 10 დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ხანძარი დიარბაქირის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მარდინის პროვინციაში გავრცელდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველებმა  ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს, თუმცა მისი ჩაქრობა გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ასევე იხილეთ