left_sabechdi

The Wall Street Journal: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ასევე გამოიწვია გაურკვევლობა და შეშფოთება, რომ შეთანხმებამ შეიძლება შეარყიოს რეგიონული უსაფრთხოება.

შეთანხმება, რომელსაც ოთხშაბათს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც, თუ ერთ ქვეყანას თავს დაესხმებიან, მეორე ქვეყანა დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

პუტინმა თითქმის 25 წლის განმავლობაში თავისი პირველი ვიზიტი ფხენიანში გამოიყენა ჩრდილოეთ კორეასთან ისტორიული სამხედრო ურთიერთობის აღსადგენად.

მიუხედავად იმისა, რომ პაქტის ფორმულირებით გაურკვეველია, თუ რამდენად მტკიცეა აღებული ვალდებულება, მან მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ვაშინგტონის, სეულისა და ტოკიოს მხრიდან.

სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა შეთანხმებას შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ სეული გადახედავს თავის აკრძალვას უკრაინისათვის იარაღის უშუალო მიწოდებაზე.

ასევე იხილეთ