top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველა ბერკეტს იყენებს, რათა სახელმწიფოს მოუწყოს საბოტაჟი

“ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მოუწყოს საბოტაჟი. მისი მოწოდებაც დიპლომატიური კორპუსის მიმართ არის ისევ საბოტაჟის მცდელობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომლითაც მან საქართველოს ელჩების მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

„დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება საგარეო პოლიტიკის საგარეო ფლანგზე მხარდაჭერა და აქტიური მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობები იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ ბირთვად. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური კორპუსის მუშაობას და ასეთი მოწოდებები სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არის ქვეყნის დაზიანებისკენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

ასევე იხილეთ