უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის ტემპს პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით აძლიერებს. მათი ცნობით, გასული ერთი დღის განმავლობაში ფრონტის ხაზის გასწვრივ 99 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე მტერი განაგრძობს შეტევითი მოქმედებების ტემპის გაძლიერებას და ამისთვის მნიშვნელოვანი ძალების ჰყავს ამოქმედებული. მიუხედავად ამისა, უკრაინელი დამცველები თავდაჯერებულად აკავებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეტევას და მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის“, – ნათქვამია გენშტაბის დღის შემაჯამებელ ანგარიშში.