საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩი შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღეს რთული თამაში იყო. მინდა, მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშზე სტადიონი უფრო გახარებულებმა დავტოვოთ.
ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ჩეხებსაც ჰქონდათ მომენტები. ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა.
შემდეგ თამაშს რაც შეეხება, რთულია თქმა, რომ პორტუგალიასთან გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ამ თამაშებზე გამოჩნდა“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.