პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს. შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 3:0.
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს სწორედ პორტუგალიასთან გამართავს.