left_sabechdi

საბერძნეთში, იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად, ტყეში ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი კუნძულის ტყეში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად გაჩნდა.

როგორც მეხანძრეების აცხადებენ, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

აღშფოთებულები ვართ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ ისროლა ფოიერვერკი ფიჭვნარის მიმართულებით“, – განაცხადა კუნძულ ჰიდრას მერმა გიორგოს კოკოდაკისმა.

 

ასევე იხილეთ