გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
„22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.