left_sabechdi

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

უხვი ნალექის გამო, დაიტბორა გზები, მინდვრები და სოფლები. ერთ-ერთ სოფელში წყალმა სამი საცხოვრებელი სახლი და სამი მანქანა წაიღო. შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გრაუბიუნდენის კანტონში 124 მმ ნალექი მოვიდა, აქედან 63 მმ ერთი საათის მონაკვეთში.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგან ბევრი გზა გადაკეტილია.

ასევე იხილეთ