left_sabechdi

გიორგი მიქაუტაძე: პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ პორტუგალიასთან თამაში ძნელი იქნება, თუმცა ნაკრებმა თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ძალიან კარგი მხარდაჭერა იყო და მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ხალხს ფეხბურთი უყვარს და ჩვენს გვერდით დგას. ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. 

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.

ასევე იხილეთ