left_sabechdi

ზურიკო დავითაშვილი: ყველას, სრულიად საქართველოს გავახარებთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა გუნდს აძლიერებს.

„როგორც ყველა თამაშის მერე, ამჯერადაც მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრნი ვიყავით, კარგი გარემო შექმნეს, გვერდში გვიდგანან. მათთვის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. მჯერა, რომ მომავალშიც ასე დაგვიდგებიან გვერდში და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ყველას, სრულიად საქართველოს გავახარებთ. შეიძლება, ეს შემდეგ თამაშშიც იყოს“, – განაცხადა დავითაშვილმა “პირველ არხთან”.

ასევე იხილეთ