left_sabechdi

კიევის ოლქზე ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

კიევსა და კიევის ოლქზე ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რუსლან კრავჩენკოს ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ექვსი მრავალსართულიანი და 20-ზე მეტი კერძო სახლი.

ასევე, დაზიანდა ავტოგასამართი სადგური, აფთიაქი, სამრეწველო და ადმინისტრაციული ნაგებობები და სამი ავტომობილი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქზე დარტყმა აზოვის ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ ტიპის სამი რაკეტის განახორციელეს, საიდანაც ორი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

ასევე იხილეთ