left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს

უკრაინის პრიზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვის ოლქში.

„უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც გააუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელი შეუწყო ხარკოვის ოლქის საზღვრებთან სიტუაციის სტაბილიზაციას.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ქალაქების რუსული ბომბებისგან დაცვა აბსოლუტურად შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, უკრაინელი მფრინავების დაჩქარებული წვრთნა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრონავებზე და უკრაინის იარაღის საკმარისი დიაპაზონი.

ასევე იხილეთ