left_sabechdi

Sofascore-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 9.7 ქულით შეაფასა

გიორგი მამარდაშვილის თამაში გამოარჩია, ავტორიტეტულმა სპორტულმა ონლაინგამოცემა Sofascore-მა და 9.7 ქულით შეაფასა.

როგორც გამოცემა წერს, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში ოთხი რეკორდი დაამყარა: ყველაზე მეტი, 11-ჯერ მოგერიებული ბურთი, 6 მოგერიება მეკარის საჯარიმოში, ყველაზე მეტი გოლის პრევენცია და ყველაზე მეტი ჰაერში დაჭერილი ბურთი.

ევროპის ჩემპიონატზე აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკაც. მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ორი გატანილი ბურთით პირველ პოზიციაზეა.

ასევე იხილეთ