top_leaderboard
left_sabechdi

რუსეთის თავდაცვის უწყება: რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოცდარვა უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი – სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი -ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი – ტულას ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის ტერიტორიაზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი განმარტებით, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე იხილეთ