top_leaderboard
left_sabechdi

დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი: რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს

“რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს, თუ მის მიმართ გამოწვევები და საფრთხეები გაიზრდება”, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განუცხადა.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეიცვლება სამხედრო-პოლიტიკური გარემოება. დოქტრინა ასახავს ჩვენს რეაქციას იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოწვევები და საფრთხეები იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რამე შესწორება შევიტანოთ მასში ბირთვული იარაღის გამოყენების დროსთან, ამ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა კარტაპოლოვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს.

ასევე იხილეთ