left_sabechdi

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველის

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ, თუმცა ადვილი თამაში არ ელოდებათ.

„პირველი ადგილის დაკავება ძალიან კარგია, რადგან ეს მეტ დროს მოგვცემს შემდგომი მატჩებისთვის სათანადოდ რომ მოვემზადოთ. რაც შეეხება საქართველოსთან თამაშს, ისიც უნდა მოვიგოთ, რომ ჯგუფში გამოსვლა მაქსიმალური შედეგით დავასრულოთ. საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველოდება“, – ამბობს მარტინესი.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე მოედანზე ბევრი ისეთი მოთამაშე გამოვა, რომელსაც წინა შეხვედრებში სათამაშო დრო არ მიეცა.

„მოვიდა დრო, შანსი სხვებსაც მივცეთ და შემადგენლობაში კონკურენცია გავზარდოთ. გვყავს ბევრი მოთამაშე, რომლებიც იმსახურებენ თერთმეტეულში მოხვედრას, ასე რომ, როტაცია იქნება“, – აცხადებს პორტუგალიის ნაკრების თავკაცი.

შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ