top_leaderboard
left_sabechdi

გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შესაძლოა, უკრაინის ომში იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირი არ დათანხმდება სანქციების გვერდის ავლას.

„თუ სამხედრო კომპლექსში გამოყენებული საქონლის იმპორტი ჩინეთიდან აღარ განხორციელდება, ეს ასევე დაეხმარება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას”, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან გასულ წელს გაიზარდა 40 პროცენტზე მეტით და რომ ამ ზრდის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი ენერგორესურსებია, დანარჩენი კი ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონელს წარმოადგენს.

ასევე იხილეთ